ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველოში სიგარეტის მოხმარება შემცირდა
29 მარტი, 2017, 12:24
საქართველოში სიგარეტის მოხმარება შემცირდა

თბილისი (GBC) - ბოლო პერიოდში თამბაქოს პროდუქციაზე აქციზის მკვეთრი ზრდის ფონზე საქართველოში სიგარეტის მოხმარება შემცირდა - ფაქტებს ახლოდან   iset-pi.ge -მ შეხედა და საინტერესო ანალიზი მოამზადა - "ფასი და ცრურწმენა საქართველოს სიგარეტის ბაზარზე"

ანალიზში აღნიშნულია, რომ 2015 და 2016 წლებში მოგროვებული მარკების რაოდენობა ნათლად გვიჩვენებს, რომ შემცირდა იმპორტირებული ფილტრიანი სიგარეტის (ყველაზე ძვირადღირებული ჯგუფი ბაზარზე) მოხმარება. შემცირებულია ადგილობრივი ფილტრიანი სიგარეტების რაოდენობაც. თუმცა გაიზარდა ადგილობრივი უფილტრო სიგარეტების რაოდენობა, მიუხედავად იმისა, რომ ფასი საგრძნობლად გაიზარდა მათზე. 

"ნათელია, რომ მწეველებმა ფასის ზრდას ძვირადღირებული ფილტრიანი სიგარეტის (ადგილობრივი და უცხოური) უფრო იაფი უფილტრო ადგილობრივი სიგარეტით ჩანაცვლებით უპასუხეს. ეს კი ცუდი ამბავია ხელისუფლებისთვის, რადგან უფილტრო სიგარეტის მოხმარება მეტ საფრთხეს უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობას", - წერს ავტორი გიორგი მჟავანაძე. 

მისი ინფორმაციით, არსებული პოლიტიკით, საქართველოს მთავრობამ წარმატებით შეამცირა სიგარეტის მოხმარება – 2012 წელთან შედარებით, 2016 წელს, ფინანსთა სამინისტროს მიერ გაცემული აქციზის მარკების ჯამური რაოდენობა 11.8%-ით შემცირდა, ეს კი მოხმარების დაახლოებით 62 მილიონი კოლოფით შემცირებას ნიშნავს. თუმცა ამ პოლიტიკის შედეგი ჯანმრთელობის თვალსაზრისით, შესაძლოა, არც ისე ცალსახაა, რადგან მაღალი ხარისხის სიგარეტი ჩანაცვლდა დაბალი ხარისხის სიგარეტით.

მთავრობის საგადასახადო შემოსავლები სიგარეტზე აქციზის გადასახადიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა (2011 წლის 232 მილიონი ლარიდან 2016 წლის 549 მილიონ ლარამდე).

"თუმცა, ვიდრე გამარჯვებას იზეიმებდეს, ხელისუფლებამ ყურადღება უნდა მიაქციოს რამდენიმე რამეს: პირველი, ფასების ზრდას თან უნდა სდევდეს სტრატეგიები, რომლებიც გააბათილებენ ამ პოლიტიკის უარყოფით გავლენას დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი მქონე მოსახლეობაზე და მძიმე და/ან დიდი ხნის მწეველებზე. მეორე, კიდევ უფრო მკაცრად უნდა გაკონტროლდეს კონტრაბანდული სიგარეტი, რათა თამბაქოს დაბეგვრამ მომავალში მეტი შედეგი მოიტანოს. მესამე, მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს, რომ როგორც კი ფასების ზრდა გარკვეულ დონეს მიაღწევს, სიგარეტიდან მიღებული საგადასახადო შემოსავლები შემცირებას დაიწყებს.

ეს უკანასკნელი იქნება ხელისუფლების გადაწყვეტილების – სიგარეტის ფასებზე ზეწოლის გაგრძელების – ნამდვილი გამოცდა. საზოგადოების ჯანმრთელობისთვის კი, მოდით, ჩვენ ვისურვოთ, რომ მთავრობის ქმედებებმა გაიმეოროს ნიუ იორკის ყოფილი მერის მაიკლ ბლუმბერგის გამონათქვამის სულისკვეთება: „ბოლომდე ჩემი ნება რომ იყოს, ისე გავზრდიდი სიგარეტზე გადასახადს, რომ მისგან მიღებული შემოსავლები ნოლამდე დაეცეს“", - აღნიშნულია სტატიაში. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები