ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ნინო ჯავახაძე: ეკონომიკის ზრდაში განსაკუთრებული წვლილი ექსპორტმა და საგარეო ფაქტორებმა შეიტანეს
30 მარტი, 2017, 13:31
ნინო ჯავახაძე: ეკონომიკის ზრდაში განსაკუთრებული წვლილი ექსპორტმა და საგარეო ფაქტორებმა შეიტანეს

თბილისი (GBC) – მაღალი ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანწილად განაპირობა საქართველოს საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებულმა მონაცემებმა და ექსპორტის ზრდამ,  -  ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ განაცხდა.

აღნიშნა, რომ ეკონომიკურ ზრდაში ისეთმა დარგებმა შეიტანეს განსაკუთრებული წვლილი, როგორიცაა დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი, განსაკუთრებით - მშენებლობა, ასევე სასტუმროები, რესტორნები და ვაჭრობა.

„ზოგადად, დადებითი ტენდენციები აღინიშნება რამდენიმე მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ საგარეო სექტორს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და ზრდაზე. შესაბამისად, დადებითი ტენდენციებია საგარეო ვაჭრობის კუთხით, ექსპორტის ზრდა არის დაფიქსირებული ისეთ სასაქონლო ჯგუფებში, როგორიცაა ფეროშენადნობები, მინერალური წყლები, ალკოჰოლური სასმელები და სამკურნალო საშუალებები. საგარეო ფაქტორებთან  ერთად პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება საშინაო კუთხითაც, რაც დადებითად აისახება კერძო სექტორის საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე “- განაცხადა ნინო ჯავახაძემ

 მისი თქმით გაგრძელდება რეფორმების კურსიც.

 „ეკონომიკური ზრდის წინასწარი მონაცემების შემუშავებისთვის დაკვირვება ხდება საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვაზე. შესაბამისად, 2017 წლის თებერვლის თვეში,  გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, მათი ბრუნვა გაიზარდა 14.6%-ით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ 2017 წლის იანვარ-თებერვალში 27%-ით არის გაზრდილი საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტი, 22%-ით - ფულადი გზავნილების მაჩვენებელი, 10.5%-ით - საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა, ხოლო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები (მომსახურების ექსპორტი) გაზრდილია 20.1%-ით“ - აღნიშნა ნინო ჯავახაძემ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები