ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ეკონომიკის მინისტრი უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვას რისკის შემცველს უწოდებს
30 მარტი, 2017, 16:33
ეკონომიკის მინისტრი უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვას რისკის შემცველს უწოდებს

თბილისი (GBC) - ეკონომიკის მინისტრი უცხოელებზე სასოფლო მიწების მიყიდვის აკრძალვის ინიციატივას რისკის შემცველს უწოდებს და არსებული რეალობის გათვალისწინებით კონსტიტუციაში ასეთი ჩანაწერის გაჩენას არ ემხრობა. 

გიორგი გახარია ყველას კიდევ ერთხელ ახენებს, რომ ეკონომიკის ზრდის და განვითარების ერთ-ერთი ძირითადი ენერგია პირდაპირი უცხოურ ინვესტიციებია.  

"ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი ეკონომიკის ზრდის ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი და ენერგია არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ამ ჭრილში დღეს, მსგავსი ჩანაწერის ამოღება არ იქნება სწორი და იქნება რისკის შემცველი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

აღნიშნავს, რომ  "მთავარი ამოცანაა   მიწა იყოს  ეკონომიკური ბრუნვის მნიშვნელოვანი ნაწილი და კანონდებლობაც  აქედან გამომდინარე უნდა შევქმნათ". 

ეს განცხადება საკონსტიტუციო ცვლილებებზე   ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. 

შეხვედრაზე ბიზნესმა კიდევ ერთ საკითხზე გაამახვილა ყურადღება. მათთვის  გადასახადების გაზრდის ან შემოღების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ ჩანაწერის შენარჩუნება პრინციპულად მნიშვნელოვანია. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები