ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ქუთაისის აეროპორტამდე მისასვლელი რკინიგზის მშენებლობა იწყება
2 აპრილი, 2017, 21:51
ქუთაისის აეროპორტამდე მისასვლელი რკინიგზის მშენებლობა იწყება

თბილისი (GBC) - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე მისასვლელი რკინიგზის მშენებლობა იწყება, - პროექტს, რომელიც საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმართულების - სივრცითი მოწყობის შემადგენელი ნაწილია, ქუთაისში ხვალ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჩაუყრის საფუძველს.

ცერემონია ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში 20:30 საათზე გაიმართება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი 18:00 საათზე ასევე გახსნის იმერეთის რეგიონში პირველ ბრენდირებულ სასტუმროს - Best Western Kutaisi, რომელიც „კაპიტოლ ქუთაისი ჰოტელისა“ „საპარტნიორო ფონდის“ პარტნიორობით აშენდა.

3-ვარსკვლავიანი სასტუმრო ქალაქის ისტორიულ ცენტრში მდებარეობს; აქვს 40 სტანდარტული და 5 ლუქსის ტიპის ნომერი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. პროექტის ღირებულება 3 მილიონი აშშ დოლარია, რომელშიც „საპარტნიორო ფონდის“ მონაწილეობა 1,4 მლნ აშშ დოლარია.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები