| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოში, რამდენიმე სალიცენზიო ბლოკზე ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოსაპოვებლად ტენდერი გამოცხადდა.
ლიცენზია V, VIA, VIB, VIC, VIIA, XIF, XIIIA, და XIV სალიცენზიო ბლოკებს ეხება.
განაცხადები გაიხსნება საჯაროდ, 22 მაისს, 18 საათზე, ნავთობისა და გაზის სააგენტოს ოფისში.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ წინასწარ მიიღონ საინფორმაციო პაკეტები სალიცენზიო ბლოკებისა და ტენდერის პირობების შესახებ.
საინფორმაციო პაკეტი მოიცავს:
ა) სალიცენზიო ფართობის ადგილმდებარეობასა და კოორდინატებს;
ბ) ხელშეკრულების ნიმუშს თითოეული ბლოკისთვის;
გ) მინიმალურ სავალდებულო ფინანსურ და ტექნიკურ მოთხოვნებს ყოველი ბლოკისთვის;
დ) ლიცენზიის გაცემისა და ხელშეკრულების გაფორმების გრაფიკს;
ე) განაცხადის შეტანის ინსტრუქციებს ტენდერში მონაწილეებისათვის, მონაწილეობის შენატანის ოდენობისა და მისი გადახდის ფორმის ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე: www.saog.gov.ge
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss