| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ჩვენ ვართ მთის ქვეყანა და ჩვენი, როგორც ტურისტული ქვეყნის ბრენდინგის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა იყოს მთის კურორტები, - მიიჩნევს ეკონონომიკის მინისტრი.
გიორგი გახარიამ ევროპისა და აზიის სამთო კურორტების მე-3 საერთაშორისო კონფერენციის თბილისში ჩატარების მნიშვნელობაზე აღნიშნა, განაცხადა, რომ „კონფერენცია ძალიან ხელსაყრელია იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის პრომოცია“
კომფერენციაში მსოფლიოს 40-მდე ქვეყნის უცხოელი დელეგატი მონაწილეობს, ასევე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი.
„კონფერენცია ხელს შეუწყობს მსოფლიოში უკვე არსებული დიდი გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას ჩვენს ქვეყანაში და, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს საქართველოში როგორც მთის კურორტების, ასევე ზოგადად ტურიზმის განვითარებას“ - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.
კონფერენციაზე განხილული იქნება ის პრობლემები და გამოწვევები, რაც დღეს არსებობს სამთო კურორტებზე მთელ მსოფლიოში. მონაწილეები განიხილავენ სამთო კურორტების განვითარებისა და სეზონის მთელი წლის განმავლობაში გახანგრძლივების, ახალი ბაზრების დივერსიფიკაცის, ინვესტიციების სტიმულირებისთვის სამთო კურორტებზე ხელსაყრელი გარემოს ჩამოყალიბებას და სხვა საკითხებს.
კონფერენციას სასტუმრო ბილტმორი მასპინძლობს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss