| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - მრავალდონიანი პარკინგების ასაშენებლად, დედაქალაქის მასშტაბით 10 ადგილი შეირჩა- კვლევის შედეგები კომპანია PWC-იმ წარადგინა.
პარკინგების ასაშენებლად, დედაქალაქის მასშტაბით 10 ადგილი შეარჩია, ესენია: რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია, მეტრო მარჯანიშვილის, ფილარმონიის, პუშკინის მოედნის მიმდებარე ტერიტორიები, ისნის მეტროსთან, დინამოს სტადიონთან, ქალაქ თბილისის მერიასთან, გულუას მოედანთან, ვარკეთილის მეტროსთან და გეგეშიძის ბაღთან ახლოს მდებარე ლოკაციები.
„ჩვენ მოვიწვევთ დაინტერესებულ კერძო კომპანიებს, რომელთაც აქვთ სურვილი და შესაძლებლობა, ააშენონ ქალაქში 10 ყველაზე დატვირთულ ადგილზე მრავალსართულიანი პარკინგები და შესაბამისად, ხელი შეუწყონ იმას, რომ განიტვირთოს ქალაქი საცობებისგან და ავტომანქანების გაჩერება გახდეს გაცილებით უფრო კომფორტული. ვინც ყველაზე საუკეთესო პირობებს შემოგვთავაზებს, რაც გულისხმობს სწრაფად მშენებლობას, უკეთესი პირობებით პარკინგების გაკეთებას, ბუნებრივია, მათთან გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულებები“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მერი მიიჩნევს, რომ პარკინგები მშენებლობის დაწყებიდან 1 წელიწადში დაიწყებს ფუნქციონირებას.
სამშენებლო ადგილებად ისეთი ტერიტორიები განისაზღვრა, სადაც არ იყო სარეკრეაციო ზონა და გამწვანებული სივრცეები. მრავალდონიანი ავტოსადგომები აშენდება ქალაქში არსებული მოთხოვნებისა და მოძრაობის ინტენსივობის გათვალისწინებით. აღსანიშნავია ისიც, რომ შერჩეული 10 ადგილიდან 9 მიწისქვეშა პარკინგია და მხოლოდ ერთია მიწის ზედა (მერიასთან), შესაბამისად, მშენებლობა ქალაქის იერსახეზე უარყოფითად არ აისახება.
მრავალდონიანი ავტოსადგომების მშენებლობისთვის თბილისის მერია კომპანიებს კონკურსის წესით შეარჩევს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss