| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) –ზამთრის კურორტების მსოფლიო კონგრესის მასპინძლობის მნიშვნელობაზე პრემიერმა მთავრობის ხუთშაბათის სხდომაზე განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილმა მოვლენის მრავალმხრივ დატვირთვაზე აღნიშნა: სოციალური, მთებში კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, - „ ამ მიმართულებით სახელმწიფო კვლავაც გააგრძელებს დიდი ინვესტიციების განხორციელებას. მთებში გვაქვს აუთვისებელი უდიდესი ღირებულება . კონგრესი ქვეყნის ცნობადობის გაზრდას ემსახურება“, რაშიც წლების განმავლობაში გვეხმარებოდა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი, ტალებ რიფაი, რომელიც ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.
პრემიერმა თბილისში მიმდინარე „ევროპისა და აზიის მთის კურორტების მე-3 კონფერენციას ისტორიული ფორუმი უწოდა.
აღნიშნა, რომ მთის კურორტების განვითარება პრიორიტეტულია და შესაბამისი აქტივობებია დაგეგმილი, - „სულ რამდენიმე წელში ზამთრის რომელიმე სახეობაში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ტურნირი უნდა ჩავატაროთ. სწორი გზით მივდივართ: დაგეგმარების პროცესი, სამთო გიდებისთვის, სამთო-სათხილამურო სკოლების ქსელის განვითარება, ზამთრის არდადეგების მცოცავი გრაფიკის შექმნა და მორგება სამთო განვითარების გეგმაზე“, - განაცხადა პრემიერმა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss