| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - „ჩემი წარმოდგენით, სტაბილური და მდგრადი საბანკო სისტემის უზრუნველსაყოფად ერთდროულად უნდა მუშაობდეს სამი კომპონენტი: ადეკვატური ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, მკაცრი საბანკო ზედამხედველობა და ქმედითი დეპოზიტების დაზღვევის სისტემა. მათი ერთობლიობა არის საფუძველი საბანკო სისტემის მდგრადი და სტაბილური განვითარების”, - მიიჩნევს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე.
ირაკლი კოვზანაძემ ,,დეპოზიტების დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის განხილვისას აღნიშნა, რომ სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, საქართველომ დაახლოებით 8 -10 წლით დაიგვიანა და მოვლენებს ჩამორჩა.
„დღეს ჩვენ საფუძველს ჩავუყრით ქართული საფინანსო სექტორის კიდევ ერთ ფუნდამენტს - დეპოზიტების დაზღვევის სისტემას. მივესალმები და მხარს ვუჭერ წარმოდგენლ კანონპროექტს. ძალისხმევას არ დავიშურებ, რომ პარლამენტმა ოპტიმალურ ვადებში მიიღოს იგი“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, დეპოზიტების დაზღვევის სისტემა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოქმედებს და იგი უზრუნველყოფს დეპოზიტების დაცვას იმ შემთხვევაში, თუ კომერციულ ბანკს ექმნება დეპოზიტების ანაზღაურების პრობლემა. პირველ ეტაპზე დაზღვეული დეპოზიტების ანაზღაურებადი თანხების მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება 5000 ლარით, რაც იმას ნიშნავს, რომ დეპოზიტორთა დიდი უმრავლესობა მთლიანად იქნება დაზღვეული.
,,დეპოზიტების დაზღვევის შესახებ“ კანონმდებლობის შემუშავებაში მონაწილეობას იღებდა მსოფლიო ბანკი და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss