ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
დღეიდან პირადობის მოწმობების უფასოდ გაცემის მორიგი აქცია დაიწყო
10 აპრილი, 2017, 13:35
დღეიდან პირადობის მოწმობების უფასოდ გაცემის მორიგი აქცია დაიწყო

თბილისი (GBC) -  პირადობის მოწმობების უფასოდ გაცემის მორიგი აქცია დაიწყო.

ახალი პირადობის მოწმობის უფასოდ მიღება 29 აპრილამდე შეუძლიათ პირებს 18 წლის ასაკიდან, რომლებიც არ ფლობენ ახალ მოწმობებს და პირველად იღებენ.

"აქციის მიზანია ზუსტი საარჩევნო სიის ფორმირება. რაც უფრო მეტი მოქალაქე ფლობს ბიომეტრიულ დოკუმენტს, მით უფრო დაცულია პრინციპი  − „ერთი ამომრჩეველი − ერთი ხმა!“ სწორედ ამ მიზნით იუსტიციის სამინისტრომ ბოლო 4 წლის განმავლობაში 24 აქცია გამოაცხადა. შედეგად, 1 200 000-ზე  მეტმა მოქალაქემ პირადობის მოწმობა უფასოდ ან შეღავათიანი ფასით მიიღო. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ ყველაზე ზუსტი საარჩევნო სია ჰქონდა", - აცხადებენ სამინისტროში.

აქციით სარგებლობისთვის მოქალაქეებმა უნდა მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს.

აქციის ფარგლებში, დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები გათავისუფლდებიან ფოტოსურათის გადაღების საფასურისგან.

უწყების ცნობით, დღეის მდგომარეობით, საქართველოს 2 485 876-ზე მეტი მოქალაქე პირადობის ელექტრონულ მოწმობას ფლობს, ხოლო დამატებით 376 142 მოქალაქე − საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტს, რაც სამოქალაქო რეესტრის ბაზებში 2 862 018 მილიონზე მეტი ზუსტი და უტყუარი მონაცემის არსებობას ნიშნავს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები