| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - სადაზღვევო კომპანია ალდაგმა მოსავლის დაზღვევა დაიწყო.
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის მეოთხე ეტაპის ფარგლებში, ყველა ფერმერს, ვინც მაქსიმუმ 5 ჰექტარი ფართობის და მარცვლეული კულტურების შემთხვევაში, 30 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთს ფლობს, შესაძლებლობა ეძლევა დააზღვიოს მოსავალი ბუნებრივი მოვლენებით გამოწვეული რისკებისგან: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა (მხოლოდ ციტრუსის შემთხვევაში).
აგროდაზღვევის განახლებული პროგრამის ფარგლებში, ფერმერებს სადაზღვევო პრემიის 70%ს სახელმწიფო დაუფინანსებს. სუბსიდირება 50% -ს შეადგენს ვაზის დაზღვევის შემთხვევაში.
მაგალითისთვის, 1 ჰექტარი ხორბლის ნათესის შემთხვევაში, თუ მოსავლის სახით, ფერმერმა უნდა მიიღოს 3 ტონა პროდუქცია, რომლის სადაზღვევო ლიმიტი 1500 ლარია, ფერმერს 29,25 ლარის გადახდა მოუწევს. სადაზღვევო პრემიის დანარჩენ ნაწილს სახელმწიფო აანაზღაურებს.
1 ჰექტარი ვაშლის ბაღის დაზღვევისთვის, თუ მოსავლის სახით უნდა მიიღოს 25 ტონა პროდუქცია, რომლის სადაზღვევო ლიმიტი 25,000 ლარია, ფერმერს 600 ლარის გადახდა მოუწევს, პრემიის დანარჩენ ნაწილს სახელმწიფო აანაზღაურებს.
1 ჰექტარი წითელყურძნიანი ვაზის ჯიშების დაზღვევისთვის, თუ მოსავლის სახით უნდა მიიღოს 10 ტონა პროდუქცია, რომლის სადაზღვევო ლიმიტი 10,000 ლარია, ფერმერს მხოლოდ 425 ლარის გადახდა მოუწევს. თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშების შემთხვევაში, რომლის სადაზღვევო ლიმიტი 8,000 ლარია, ფერმერს 340 ლარის გადახდა მოუწევს. დანარჩენ ნაწილს სახელმწიფო აანაზღაურებს.
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შემდეგი კულტურების დაზღვევაა შესაძებელი: მარცვლეული, პარკოსანი, ბოსტნეული, ბაღჩეული,კენკროვანი, კაკლოვანი და სუბტროპიკული კულტურები, ხეხილი, ციტრუსი, თეთრყურძნიანი და წითელყურძნიანი ვაზისჯიშები.
ალდაგის ცნობით, ფერმერებს საქართველოს ბანკთან და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოსთან ერთად დარჩენილი პრემიის გადახდის მოქნილ და გამარტივებულ სქემას სთავაზობენ.
ფერმერებისთვის მომსახურების ხელმისაწვდომობის მაქსიმალურად გაზრდის მიზნით, ალდაგის ოფისები, საქართველოს ცხრა რეგიონში - აჭარაში, იმერეთში, სამეგრელოში, კახეთში, გორში, მარნეულში, წალკაში, ახალქალაქსა და ახალციხეში მოემსახურება მომხმარებლებს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss