| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2017-2020 წლებში დაგეგემილი 2500 პროექტის სტრატეგიული გეგმა წარადგინა.
"გეგმა გულისხმობს 1000 კილომეტრი საავტომობილო გზის მშენებლობა-რეკონსტრუქციას, დამატებით 500 000 ადამიანისთვის 24-საათიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფას, ნაგავსაყრელების პრობლემის გადაწყვეტას მთელ საქართველოში და კიდევ მრავალ ძალიან მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომლისთვისაც უპრეცედენტო მოცულობის 10 მილიარდ ლარამდე ინვესტიციას ვახორციელებთ", - განაცხადა პრემიერმა გეგმის პრეზენტაციისას.
გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ 10 მილიარდი ლარიდან, მხოლოდ 2017 წელს 1, 260 მლრდ ლარი დაიხარჯება.
პრემიერი მიიჩნევს, რომ საკმარისი რესურსი არსებობს, რათა რეგიონები თანაბრად იყოს განვითარებული, რაც სამწუხაროდ დღეს ასე არ არის.
„21-ე საუკუნეში გეოგრაფიული მდებარეობა აღარ უნდა წარმოადგენდეს დაბრკოლებას ჯანდაცვის, განათლების მიღების, სოციალური ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობის, ბიზნესის კეთებისა თუ სხვა თვალსაზრისით. ჩვენი მიზანია, ხელმისაწვდომი პირობები შევუქმნათ ჩვენს მოქალაქეებს ქვეყნის ნებისმიერ წერტილში", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მან დიდი მადლობა გადაუხადა ყველა საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციას, ვინც საქართველოს მთავრობას მხარდაჭერას უწევს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss