ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ენერგეტიკის სამინისტრო სენაკის მოსახლეობისთვის გაზის ტარიფის ზრდას აპროტესტებს
12 აპრილი, 2017, 13:04
ენერგეტიკის სამინისტრო სენაკის მოსახლეობისთვის გაზის ტარიფის ზრდას აპროტესტებს

თბილისი (GBC) - ენერგეტიკის სამინისტრო სენაკის მოსახლეობისთვის გაზის ტარიფის გაზრდით შეშფოთებულია.

უწყება  გაზგამანაწილებელი კომპანიის "გასკო პლიუსის"  გადაწყვეტილებას, 1 კუბ. მეტრი გაზის ფასის 68 თეთრამდე გაზრდას, უსამართლოს უწოდებს და კიდევ ერთხელ აღნიშნავს  დერეგულირების პრაქტიკის გაუქმების აუცილებლობაზე. 

"სამინისტრო სრულად იზიარებს მოსახლეობის განწყობას და შეშფოთებას იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც გაზგამანაწილებელი კომპანიის "გასკო პლიუსის" მიერ იქნა მიღებული - სენაკის მუნიციპალიტეტში , ბუნებრივი აირის ტარიფი 68 თეთრამდე გაეზარდა. ეს ყველაზე მაღალია ტარიფია მთელ საქართველოში. ეს არის მინიმუმ უსამართლო გადაწყვეტილება, ვინაიდან სახელმწიფო მთელი ამ წლების განმავლობაში და დღესაც მთელი მოსახლეობისთვის ინარჩუნებს სოციალურ ფასს გაზზე, გარე ფაქტორების და ბაზარზე არსებული ვითარების მიუხედავად ჩვენ ვახერხებთ იმას, რომ ეს შეღავათი - სოციალურ გაზზე მიიღოს თოთოეულმა ოჯახმა.

სამინისტროს დაწყებული აქვს ამ საკითხზე მუშაობა, როგორც აქამდე არაერთხელ იქნა გაცხადებული, მიზანშეწონილად მიგვაჩნია ნაწილობრივი დერეგულირების პრაქტიკის გაუქმება და შესაბამისად მოსახლეობისთვის ტარიფის დადგენა მარეგულირებელი კომისიის მიერ, ეს გადაწყევტილება მომავალში გამორიცხავს მსგავს უსამართლო და მოსახლეობისთვის მოულოდნელ გადაწყვეტილებებს", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები