ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველოსა და ინდოეთს შორის საჰაერო მიმოსვლის შეთანხმება გაფორმდა
12 აპრილი, 2017, 13:32
საქართველოსა და ინდოეთს შორის  საჰაერო მიმოსვლის  შეთანხმება გაფორმდა

თბილისი (GBC) -   საქართველოსა და ინდოეთს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა.

ეკონომიკის სამინისტროს შორის, ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის შეთანხმება ეფუძნება ,,ღია ცის“ ლიბერალურ პრინციპებს, რომელიც ითვალისწინებს ავიასაწარმოების დანიშვნას და მათ მიერ ტარიფების დამოუკიდებლად განსაზღვრას, ფრენების სიხშირის ურთიერთშეთანხმებას და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO-ს) მიერ დაწესებული სტანდარტების შესრულებას.

საჰაერო მიმოსვლა შესაძლებელი იქნება ქვეყნების ტერიტორიაზე არსებულ სხვადასხვა პუნქტებს შორის.  საქართველოს მხრიდან დანიშნული ავიაგადამზიდველებისთვის დანიშნულების პუნქტებად განისაზღვრა დელი, მუმბაი, ჰაიდარაბადი, ბენგალურუ, ჩენაი და გოა.

"ვთვლით, რომ როდესაც ვემზადებით ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გასაფორმებლად და ვიკვლევთ ამ მიმართულებას, პირდაპირი ფრენები და „ღია ცის“ რეჟიმი არის ძალიან მნიშვნელოვანი ბიზნესის ურთიერთკონტაქტებისთვის და ხელს შეუწყობს სწრაფ ეკონომიკურ ზრდას“– აღნიშნა გიორგი გახარიამ.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები