ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველო არაბული ქვეყნებიდან სტუდენტების მოზიდვას გეგმავს
13 აპრილი, 2017, 14:16
საქართველო არაბული ქვეყნებიდან სტუდენტების მოზიდვას გეგმავს

თბილისი (GBC) -  საქართველოს  საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვა სურს, - ამ მიზნით მთავრობა აქტიური ნაბიჯების გადადგმას აანონსებს. 

ქვეყნის პრემიერის განცხადებით ახალ პროგრამას „ისწავლე საქართველოში"  განათლების მინისტრი დუბაიში, განათლების საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს. ალექსანდრე ჯეჯელავა იქ უკვე იმყოფება. 

"ამ ახალ მიმართულებას ჩვენ ძალიან დიდი იმედით ვუყურებთ, ვინაიდან საქართველოს გააჩნია დიდი პოტენციალი რეგიონში არსებული ქვეყნებისთვის, რათა მოიზიდოს საერთაშორისო სტუდენტები. დუბაიში დღეს წარდგება საქართველო თავისი შესაძლებლობებით და ამ სფეროს ექსპერტები, საერთაშორისო ინსტიტუტები მოუსმენენ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების პროგრამებს, რომელსაც საქართველო შესთავაზებს რეგიონის მომავალ, პერსპექტიულ სტუდენტებს", - აღნიშნა პრემიერმა.

კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განათლების სისტემაში სხვა მიმდინარე სიახლეებზეც ისაუბრა.

გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, დასრულდა რეგისტრაცია პროფესიულ სასწავლებლებში, სადაც წელს წინა წელთან შედარებით 25%-ით მეტმა - 8500-ზე მეტმა მოსწავლემ შეიტანა განაცხადი.

მან ამ მიმართულებით ინტერესისა და დასაქმების მაჩვენებლის ზრდაზე განაცხადა, აღნიშნა რომ  ზოგიერთი სასწავლებლის თუ პროგრამის დასაქმების მაჩვენებელი 95%-საც აღწევს.

„ამ მიმართულების პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, სახელმწიფო სრულად აფინანსებს პროფესიული განათლების მიღებას. როგორც წესი, შემოდგომაზე სამჯერ მეტი ადამიანი რეგისტრირდება პროფესიულ სასწავლებლებში, ვიდრე გაზაფხულის ნაკადზე.  ვფიქრობთ, პროფესიული სწავლების წახალისება არის პირდაპირი გზა დასაქმებისკენ, - აღნიშნა პრემიერმა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები