ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი 15.2 კილომეტრიანი მონაკვეთი იხსნება
20 აპრილი, 2017, 12:33
ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი 15.2 კილომეტრიანი მონაკვეთი იხსნება

თბილისი (GBC) - ავტობანზე,  ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი 15.2 კილომეტრიანი მონაკვეთზე ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასრულდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, დარჩნილია მხოლოდ სატრანსპორტო კვანძზე მიმდინარე დამატებითი სამუშაოები, რომელთა განხორციელებაც მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე მიმდინარეობს.

ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, 15.2 კმ-იან მონაკვეთზე, აშენდა ცემენტ-ბეტონის საფარიანი 4 ზოლიანი ჩქაროსნული გზა, 9 პარალელური ხიდი, 2 სატრანსპორტო კვანძი, 5 საფეხმავლო ხიდი, მიწისქვეშა გასასვლელების და რკინა-ბეტონის წყალგამტარი მილები.

ზესტაფონი-ქუთაისის მონაკვეთის მშენებლობის დასრულების შემდეგ,  ექსპლუატაციაში სრულად შევა ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის 56.5 კილომეტრიანი გზა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები