| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ყაზახურმა "ყაზტრანსგაზმა" საქართველოს მთავრობას საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლა.
კომპანია, რომელმაც შვილობილი "ყაზტრანსგაზ თბილისის" გაყიდვა ვერ შეძლო, ახლა მასზე კონტროლის დასაბრუნებლად იბრძვის.
"ყაზტრანსგაზმა უკვე შეიტანა სარჩელი სასამართლოში და ახლა განხილვის პროცესშია. საარბიტრაჟო პროცესი ხანგრძლივია და დაკავშირებულია "ყაზტრანსგაზ თბილისის" ბედთან. შესაძლოა შევთანხმდეთ, შესაძლოა, პროცესი გაგრძელდეს, ამის პროგნოზირება არ შემიძლია", - განუცხადა abctv.kz -ს "ყაზმუნაიგაზის" მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ საუატ მინბაევმა.
Global Arbitration Review-ს ინფორმაციით, სარჩელის თანხა 180 მლნ დოლარია.
როგორც იცით, გასული წლის გაზაფხულზე "საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა" გამოთქვა "ყაზტრნასგაზ თბილისის" შეძენის სურვილი, იყო ხანგრძლივი განხილვები, ყაზახური მხარე პრობლემური კომპანიის გაყიდვის იმედს გამოთქვამდა, თუმცა როგორც ჩანს შეთანხმება ვერ შედგა.
მინბაევი ამბობს, რომ საქართველოში მოქმედი კომპანია ზარალიანი და მისი გასხვისება არც ისე ადვილია.
შეგახსენებთ, "ყაზტრანსგაზ თბილისში" დროებითი მმართველი 2009 წლის 16 მარტს დაინიშნა. მაშინ სემეკმა აღნიშნა, რომ კომპანიას 80 მილიონ ლარზე მეტი კრედიტორული დავალიანება ერიცხება, მათ შორის, 68 მილიონი ლარი მიღებული ბუნებრივი გაზისათვის საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მართებდა.
მრავალწლიანი მოლაპარაკებები მხარეებს შორის ამ დრომდე უშედეგოა.
„ყაზტრანსგაზმა" ჯერ კიდევ 2015 წლის შემოდგომაზე განაცხადა, რომ მისი, როგორც ინვესტორის უფლებები ილახება და თუ მოლაპარაკებები დროულად არ გადაწყდებოდა ინვესტორი საინვესტიციო საარბიტრაჟოს მიმართავდა და მოითხოვდა შპს "ყაზტრანგაზ- თბილისზე" კონტროლის დაბრუნებასა და ზარალის ანაზღაურებას, არანაკლებ განხორციელებული ინვესტიციების თანხის ოდენობისა", რაც, მათი განცხადებით, მაშინ, დაახლოებით 130 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss