ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სააღსრულებო საკითხებზე კონსულტაცია 50 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიიღო
27 აპრილი, 2017, 10:29
სააღსრულებო საკითხებზე კონსულტაცია 50 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიიღო

თბილისი (GBC) - აღსრულების ეროვნული ბიურო 2017 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში მოქალაქეებისთვის გაწეული კონსულტაციის სტატისტიკას აქვეყნებს.

2017 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით, აღსრულების ეროვნული ბიუროს საინფორმაციო სამსახურმა 50 ათასზე მეტი სხვადასხვა სახის კონსულტაცია გაუწია მოქალაქეებს. მათ შორის:

შემოვიდა და კონსულტაცია გაეწია 40 886 მოქალაქის სატელეფონო ზარს, რაც რამდენიმე ათასი ერთეულით მეტია გასულ წელთან შედარებით;

პირდაპირი კონსულტაცია გაეწია 10 003 მოქალაქეს;

პასუხი გაეცა ელექტრონული ფოსტის მიღებულ 293 კითხვას.


სამივე მონაცემი წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით უფრო მაღალია.

"აღსრულების ეროვნული ბიურო მზად არის, სამართლებრივი კონსულტაცია გაუწიოს სააღსრულებო წარმოების ნებისმიერ მხარეს, დაიცვას მათი ინტერესები და უფლებები. დაინტერესებულ მოქალაქეს შეუძლია, მიმართოს ბიუროს ოფისს, ასევე დარეკოს ცხელ ხაზზე (032) 2 749 649 ან მოგვწეროს ელექტრონულ ფოსტაზე info@nbe.gov.ge. აღსრულების ეროვნული ბიუროს პოლიტიკა, დავების მორიგებით დასრულებაა", - აცხადებენ უწყებაში.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები