ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
წიგნი ყველა სოფელს - პროექტის ახალი ეტაპი 1 მაისს დაიწყო
1 მაისი, 2017, 10:41
წიგნი ყველა სოფელს - პროექტის ახალი ეტაპი 1 მაისს დაიწყო

თბილისი (GBC) - ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო პროექტის „წიგნი ყველა სოფელს“ ახალი ეტაპი დაიწყო.

პროექტი უკვე  მეოთხე წელია მიმდინარეობს და მიზნად ისახავს ახალგაზრდებს შეუქმნას თანაბარი პირობები  შემოქმედებითი, კულტურული და საგანმანათლებლო საქმიანობისთვის.

პროექტის ფარგლებში წიგნების შეგროვების პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს, შეგროვილი წიგნები კი სრულიად უსასყიდლოდ გადაეცემა სოფლების სასკოლო და ცენტრალურ ბიბლიოთეკებს.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, „ვისოლ ჯგუფის", საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა  „დავითიანნის“ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის, „პალიტრა L"-ის, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" და ქველმოქმედი საზოგადოების მხარდაჭერით 4 თვის განმავლობაში  მთელი საქართველოს მასშტაბით შეგროვდება 10 000-მდე წიგნი. შეგროვილი წიგნები დარიგდება ქვემო ქართლში, კახეთში, შიდა ქართლსა და მცხეთა მთიანეთში.

წიგნების შესაგროვებლად სპეციალური ყუთები განთავსებულიავისოლის" ავტოგასამართ სადგურებზე, სუპერმარკეტების ქსელსმარტის", ამერიკული რესტორნების ქსელვენდის", და "დანქინ დონატსის" რესტორნებში. ასევე, ყუთები განთავსებულია შემდეგ ტაძრებში: წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, დიდუბის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, გლდანის ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, ვარკეთილის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები