ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ირაკლი კოვზანაძემ სსფ-ს ტექნიკურ მისიასთან  ბანკების არაპროფილური აქტივების რეგულირების საკითხი განიხილა
1 მაისი, 2017, 14:34
ირაკლი კოვზანაძემ სსფ-ს ტექნიკურ მისიასთან  ბანკების არაპროფილური აქტივების რეგულირების საკითხი განიხილა

თბილისი (GBC) - საქართველოს სავალუტო ფონდის ტექნიკური მისია სტუმრობს. დელეგაციას უკვე უმასპინძლა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.

შეხვედრაზე სსფ-ს მისიი წარმომადგენლებმა  საქართველოს საბანკო და არასაბანკო საფინანსო სექტორის ზედამხედველობა-რეგულირების გაძლიერების, სრულყოფის გზებსა და მეთოდებზე ისაუბრეს.

მოხდა აზრთა გაზიარება საბანკო  დაწესებულებების არაპროფილური აქტივების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სხვა საკრედიტო ინსტიტუტების საქმიანობის რეგულირების, მათი კლიენტების უფლებების დაცვის და საფინანსო ბაზარზე კონკურენტუნარიანი გარემოს ფორმირების მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.

 კოვზანაძემ ხაზი გაუსვა საფინანსო სექტორის მდგრადობის  და ამ მიმართულებით საქართველოს ეროვნული ბანკისა და  მთავრობის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

კანონმდებელმა  სტუმრებს გააცნო ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები,  მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა,   საფინანსო-ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიზნები და ამოცანები.

როგორც იცით, მიმდინარე წლის მარტში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა განაახლა თანამშრომლობა საქართველოსთან, დაამტკიცა სამწლიანი ეკონომიკური პროგრამა და მხარდაჭერის ფარგლებში გამოუყო მას 285.3 მილიონი დოლარი.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები