ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის საინფორმაციო ცენტრი ამოქმედდა
2 მაისი, 2017, 15:34
ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის საინფორმაციო ცენტრი ამოქმედდა

თბილისი (GBC) - „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ანაკლიაში საზოგადოებრივი საინფორმაციო ცენტრი გახსნა.

ო ცენტრი მოსახლეობას ინფორმაციას მიაწვდის პორტის მშენებლობასა და განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ცენტრი უკვე მოქმედებს და ღიაა ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. 

 „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პროექტის საწყისი ეტაპიდანვე მოსახლეობას ყოველთვის ჰქონდეს შესაძლებლობა, მარტივად მიიღოს ინფორმაცია პროექტის განხორციელების თაობაზე, მის სხვადასხვა ეტაპებზე, სამუშაოებზე, განვითარებასა თუ ნებისმიერ თემაზე რაც ანაკლიის ნავსადგურს უკავშირდება. ასევე ჩვენთვის საინტერესოა, მოვისმინოთ მოსახლობის მოსაზრებები პროექტის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ამიტომაც საინფორმაციო ცენტრი  ორმხრივი კომუნიკაციის საშუალება იქნება“, - განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერმა, თამარ ზაქარიაძემ. 

ანაკლიის საზოგადოებრივი საინფორმაციო ცენტრი მუშაობს ყოველ სამუშაო დღეს, 10:00-დან 16:00-მდე. ცენტრის საკონტაქტო ნომერია: 551 959 911, ელ.ფოსტა:  infocenter@anakliadevelopment.ge. ცენტრი მდებარეობს ანკლიაში, სასტუმრო „პალმ ბიჩის“ მიმდებარე ტერიტორიაზე.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ანაკლიაში ააშენებს, განავითარებს და ოპერირებას გაუწევს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს. პროექტის წინასამშენებლო სამუშაოები კონსორციუმმა 2016 წელს უკვე დაიწყო.

ნავსადგურის მშენებლობა 2017 წლის მეორე ნახევარში იგეგმება და მისი პირველი ფაზა 2020 წელს უნდა გაიხსნას. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები