ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საპარტნიორო ფონდი ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს აფუძნებს   
3 მაისი, 2017, 10:07
საპარტნიორო ფონდი ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს აფუძნებს   

თბილისი (GBC) - საპარტნიორო ფონდი ახალ ფინანსურ ორგანიზაციას ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს აფუძნებს.

შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები უკვე მომზადდა,  ცვლილება დაზღვევისა და ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონებში შედის. 

ცვლილების მიხედვით, ახალი სააგენტო ექსპორტით დაკავებული კერძო კომპანიებისთვის გარანტიების გაცემას და დაზღვევას განახორციელებს. 

გარანტიები გაიცემა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ რისკებზე ან ფორსმაჟორულ, ეკონომიკურ, კომერციულ (მათ შორის საკრედიტო) და  სავალუტო რისკებზე.  ამასთან,  გარანტიის და დაზღვევის მოპოვება შეეძლება როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ კრედიტორს.

სააგენტოს შესაძლებლობა ექნება გასცეს კრედიტი, აწარმოოს ფაქტორინგული ოპერაციები, იკისროს თავდებობა, სოლიდარული თავდებობის ჩათვლით. 

როგორც ადრე იყო ცნობილი მთავრობას ექსპორტის ხელშეწყობის მთელი სტრატეგია აქვს დამუშავებული და საკრედიტო სააგენტო ამ სტრატეგიის ნაწილია. 

" როგორი დიდი ბიუჯეტიც არ უნდა მივცეთ ჩვენ ამ  სააგენტოს მარტო ერთი სააგენტო არ იქნება ქმედითი ექსპორტის  წახალისებისას, თუ არ იმოქმედებს მთლიანი სტრატეგიის  ფარგლებში...   ეს არ იქნება მარტო ექსპორტის სააგენტო,  იქნება უფრო მრავალწახნაგოვანი ექსპორტის წახალისების პოლიტიკა“ , - განაცხადა ადრე საპარტნიორო ფონდის წარმომადგენელმა, ნათია თურნავამ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები