| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) წელს საქართველოში 300-350 მილიონი ევროს ინვესტირებას გეგმავს.
ევრობანკის რეგიონული დირექტორი ამბობს, რომ საინვესტიციო პორტფელის მხრივ, 2017 წელს წინა წილის რეკორდი (250 მილიონი) გაუმჯობესდება.
„ამ ეტაპზე საბოლოო პასუხი არ ვიცი, თუმცა შესაძლოა ეს იყოს 300-350 მილიონი. ჩვენ „თიბისი ბანკთან“ გავაფორმეთ ხელშეკრულება, 100 მლნ დოლარზე, მსგავსი ხელშეკრულება უკვე გვაქვს „საქართველოს ბანკთან” და არის სხვა პროექტებიც”, - განაცხადა ბრუნო ბალვანერამ.
ბანკირი ამბობს, რომ მათი სტრატეგია რამდენიმე პრიორიტეტს აერთიანებს, მათ შორის კერძო სექტორის განვითარებას.
„ვამუშავებთ, რამდენიმე სახის ინდივიდუალურ პროექტს, ტურიზმის სექტორში, სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და კლინიკების მიმართულებით. ყველა ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ენერგეტიკის სექტორი და დიდ ძალისხმევას ვხარჯავთ დიდი და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების პროექტების მომზადებაზე, ასევე ზოგიერთ განახლებადი ენერგიის პროექტებზე“, - განაცხადა ბალვანერამ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss