ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების რაოდენობა გაიზარდა
3 მაისი, 2017, 15:32
საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების რაოდენობა გაიზარდა

თბილისი (GBC) - საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების რაოდენობა 15%-ით გაიზარდა.

"საქაერონავიგაციის" მონაცემებით, წლის პირველ 4 თვეში უწყება 41 914 საჰაერო ხომალდს მოემსახურა, გაიზარდა როგორც საქართველოს აეროპორტებში მომფრენი და გამფრენი, ასევე სატრანზიტო რეისების რაოდენობაც.

2017 წლის იანვარ-აპრილის განმავლობაში საქართველოს აეროპორტებში შესრულებულია 9 618 ინსტრუმენტალური ფრენა, 35%-ით მეტი ვიდრე შარშან.

ამავე პერიოდში ტრანზიტული რეისების რაოდენობამ 7%-ით, 31 426 ერთეულამდე მოიმატა.

“ბოლო წლებში მნიშვნელოვნად იზრდება უცხოური ავიაკომპანიების დაინტერესება საქართველოს საჰაერო სივრცით. ამას განაპირობებს „საქაერონავიგაციის“ მიერ ოპტიმალურად დაგეგმილი მარშრუტები, უახლესი სანავიგაციო ტექნოლოგიებით და უახლესი შუქ-ტექნიკით აღჭურვილი აეროპორტები და ევროპული დონის სერვისი, რომელსაც ჩვენ ავიაკომპანიებს ვთავაზობთ“, - აცხადებენ უწყებაში და წელსაც საერთაშორისო სტანდარტების სისტემების დანერგვის კუთხით აქტივობის შენარჩუნებას აანონსებენ.  

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საჰაერო სივრცეში ტრანზიტული ხომალდები 19 მარშრუტზე მოძრაობენ,  ბოლო 4 წლის განმავლობაში დაემატა 6 ახალი საჰაერო მარშრუტი.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები