| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ენერგეტიკის მინისტრი ბუნებრივი გაზის ტარიფის გაძვირებას არ გამორიცხავს.
კახა კალაძე ამბობს, რომ ტარიფზე რამდენიმე კომპონენტი მოქმედებს და მათ გაანალიზებაზე სემეკი უკვე მუშაობს.
„არის ორი მნიშვნელოვანი კომპონენტი, კომპანიის მიერ განხორციელებული ინვესტიციები, მაგალითად, რა ინვესტიციებიც ბოლო წლებში გაზიფიცირების მიმართულებით განხორციელდა ასეთი რამ ამ სექტორში ბოლო წლებია არ ყოფილა და ეს პროცესი გრძელდება. მეორე კომპონენტი, რაც ასევე მნიშვნელოვანია, არის ლარი-დოლარის ურთიერთობა. მოლოდინებს რაც შეეხება არ არის გამორიცხული რომ გაზის ტარიფმა მოიმატოს თუ რამდენით და როგორ ამაზე მარეგულირებელი კომისია მუშაობს, შეიძლება არც მოხდეს გაძვირება“, - განაცხადა კახა კალაძემ მედიასთან.
მარეგულირებელმა კომისიამ „სოკარის“ და „ყაზტრანსგაზ თბილისის“ სატარიფო განაცხადების განხილვა თებერვალში დაიწყო. კომისიამ გადაწყვეტილება ზაფხულისთვის უნდა მიიღოს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss