| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - კოოპერატივმა „სურამი-2017“ პროექტ „დანერგე მომავალია“ ფარგლებში ახალი ხეხილის ბაღი გააშენა.
კოოპერატივმა სოფელ გომში 2 ჰექტარზე კენროვანი კულტურა (მაყვალი/ჟოლო), ხოლო 5 ჰექტარზე ვაშლის ბაღი გააშენა, რისთვისაც 61 075 ლარის ოდენობის თანადაფინანსება მიიღო, აქედან სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 12 250 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო, ხოლო 48 825 ლარი ნერგებზე.
კოოპერატივი პროგრამაში 2016 წელს ჩაერთო .
აღსანიშნავია, რომ „დანერგე მომავლის“ პროექტის დაწყებიდან 2017 წლის მარტის ბოლოს მონაცემებით, შიდა ქართლის რეგიონში სულ 1 065 ჰა მიწის ფართობზე გაშენდა მრავალწლიანი კულტურის სხვადასხვა ხეხილის ბაღები, ხოლო გაცემულმა დაფინანსებამ შეადგინა 6 865 242 ლარი.
ახალი ხეხილის ბაღების გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით გაშენებული ფართობი დღეის მონაცემებით შეადგენს 3 343 ჰექტარს, ხოლო დაფინანსების მოცულობა 16 368 274 მილიონ ლარს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss