| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, 4-5 მაისს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი და კომპანია Rebel Group” ერთდროულად 6 სხვადასხვა წერტილზე, საავტომობილო გზების განვითარებისათვის მოძრაობის ინტენსივობის კვლევას და სოციოლოგიურ გამოკითხვას ჩაატარებს.
კვლევა ჩატარდება შემდეგ წერტილებში: მარნეული-რუსთავის მონაკვეთზე, სომხეთის საზღვრის მიმართულებით, თბილისი-რუსთავის ჩქაროსნულ მაგისტრალზე, მცხეთიდან რუსეთის ფედერაციის საზღვრის მიმართულებით, ხაშურიდან-ბორჯომის მიმართულებით, სამტრედიაში და ქობულეთი-ციხისძირის მონაკვეთზე.
კვლევის ფარგლებში, ინტერვიუერები გამოკითხავენ აღნიშნულ მიმართულებებზე მოძრავი ავტოტრანსპორტის მძღოლებს და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საინფორმაციო ბუკლეტებს დაურიგებენ.
გამოკითხვასთან ერთად, ამ წერტილებში დამონტაჟდება ავტომატური სათვლელი აღჭურვილობები, რომლებიც 7 დღის განმავლობაში დაითვლიან ავტოტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობას.
სოციოლოგიური კვლევა ნებაყოფლობითია. საავტომობილო გზების დეპარტამენტი მადლობას უხდის ყველა იმ მძღოლს, რომელიც კვლევაში მიიღებს მონაწილეობას.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss