ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ელექტრონული ბიბლიოთეკა თბილისში 300 ლოკაციაზე განთავსდება  
4 მაისი, 2017, 13:17
ელექტრონული ბიბლიოთეკა თბილისში 300 ლოკაციაზე განთავსდება  

თბილისი (GBC) -  ელექტრონული ბიბლიოთეკები თბილისში 300 ლოკაციაზე განთავსდება.

პროექტი „ქალაქი-ბიბლიოთეკა“ წიგნების სახლმა „საბა“, თბილისის მერიამ და პრეზიდენტის ფონდმა ხუთშაბათს წარადგინეს.

„ქალაქი-ბიბლიოთეკა“ სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას აძლევს, თბილისის მასშტაბით 300 სხვადასხვა ადგილას განთავსებული ელექტრონული ბიბლიოთეკებიდან უფასოდ ჩამოტვირთოს „საბას“ ელექტრონული და ხმოვანი წიგნები თავის სმარტფონში და საჩუქრად მიიღოს მრავალფეროვანი პირადი ბიბლიოთეკა.

ამასთან, „ქალაქი - ბიბლიოთეკა“ თბილისის ერთგვარი ლიტერატურული გზამკვლევი გახდება, რომელიც დედაქალაქს „ღია ცის ქვეშ ბიბლიოთეკად“ აქცევს.

პროექტის განხორციელება რამდენიმე თვის წინ დაიწყო. დღეისათვის, თბილისში, მწერლების სახელობის 50 ქუჩაზე, სახლ-მუზეუმებთან, პარკებში, სკვერებში უკვე განთავსებულია უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკები. მალე ელექტრონული წიგნები თბილისის მეტროპოლიტენშიც გახდება ხელმისწვდომი. „ქალაქი - ბიბლიოთეკა“, ჯამში, 300-მდე ელექტრონული წიგნის საჩუქრად მიღების შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერ მსურველს.

ელექტრონული ბიბლიოთეკის ორიგინალური სტენდების დიზაინის ავტორია არქიტექტორი ზურაბ ჩოჩია, რომლის ნამუშევარი სპეციალური კონკურსის შედეგად შეირჩა.

ამ სტენდებიდან ელექტრონული წიგნების უფასოდ ჩამოტვირთვა შესაძლებელია მათზე დაბეჭდილი QR კოდის საშუალებით. ამისათვის საჭიროა, სმარტფონში ჩამოწეროთ უფასო აპლიკაცია Saba Reader.

ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“ saba.com.ge, 2012 წელს თიბისი ბანკის ინიციატივით და დაფინანსებით შეიქმნა, 4 ათასამდე ელექტრონულ და ხმოვან წიგნს მოიცავს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები