ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ენგურჰესის კაშხალთან  ტურისტულ ზონის პროექტირებაზე ტენდერი მაისში გამოცხადდება
4 მაისი, 2017, 18:55
ენგურჰესის კაშხალთან  ტურისტულ ზონის პროექტირებაზე ტენდერი მაისში გამოცხადდება

თბილისი (GBC) - ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის მიმდებარე ტერიტორიის ტურისტულ ზონად ქცევის პროცესი ახალ ეტაპზე გადადის.

ტურისტული ზონის პროექტირებისთვის სატენდერო თანხები სახელმწიფოს მხრიდან უკვე მობილიზებულია და ის მაისის თვეში გამოცხადდება.

პროექტირების ეტაპი 1 წელს გასტანს, რომლის შემდეგაც თაღოვანი კაშხლის ტერიტორიაზე ფიზიკური სამუშაოების განხორციელება დაიწყება.

ენგურჰესის კაშხლის ტურისტული ზონის ინფრასტრუქტურა მოიცავს გადასახედ მოედნებს, საბაგირო გზას, სამეცნიერო და აღმოჩენათა ცენტრს, ღია საკონცერტო სივრცესა და მსოფლიოში არსებულ ყველაზე მაღალ ლიფტს კაშხალზე. მისი განვითარების კონცეფცია, ასევე, განიხილავს კაშხლის გამოყენებას სხვადასხვა საინსტალაციო-წარმოსახვითი ღონისძიებებითვის.

უახლოეს მომავალში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო საზოგადოებას ვიდეო რგოლს წარუდგენს, რომელიც ზონის ტურისტულ–კულტურულ კონცეფციას თვალსაჩინოდ წარმოაჩენს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები