ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ქართული კომპანიები პროდუქციას ჰონგ-კონგში წარადგენენ  
8 მაისი, 2017, 18:45
ქართული კომპანიები პროდუქციას ჰონგ-კონგში წარადგენენ   

 

თბილისი (GBC) - ქართული კომპანიები საკუთარი პროდუქციით მომხმარებელთა მოხიბვლას  ჰონგ-კონგში შეეცდებიან.

სააგენტო  „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით ქართული პროდუქცია   ჰონგ-კონგის  საერთაშორისო გამოფენაზე „HOFEX 2017” -ზე გამოიფინა.

ქართული სტენდის ქვეშ გამოფენაზე საკუთარ პროდუქციას წარადგენენ შემდეგი კომპანიები:  შპს „ქართული დაფნა“(დაფნისა და სუნელების წარმოება),  შპს „ვოთერ ლენდი,“  (ბრენდირებული ქართული წყაროს წყლისა და ადგილობრივად დამზადებული ლიმონათის წარმოება), შპს „ფალავანი“(ღვინის წარმოება),  შპს „არომაპროდუქტი" და შპს „გსკ ქულა“ (საერთაშორისო ბაზარზე წვენების, სოუსებისა და ჯემების წარმოების ინდუსტრიაში იმკვიდრებენ მნიშვნელოვან ადგილს),  შპს „ნატექსი“ და შპს „ჯეორჯიან პროდაქტ რენესანსი“ (კომპანიები თხილის წარმოებით და გადამუშავებით არიან დაკავებულები) და შპს „ბბ კომპანი“ (საქართველოში გადამუშავებულ არომატულ ყავას წარუდგენს ფართო საზოგადოებას ჰონგ-კონგში).

აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი და წამყვანი გამოფენა 8-11 მაისს იმართება, მასში 2500-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს და 38 000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს.

 

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები