ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
აპრილში სურსათზე გლობალური ფასები შემცირდა
8 მაისი, 2017, 19:23
აპრილში  სურსათზე გლობალური ფასები შემცირდა

თბილისი (GBC) - აპრილში  სურსათზე გლობალური ფასები შემცირდა, შაქარსა და მცენარეულ ზეთზე ფასების შემცირების ფონზე.

FAO-ს სასურსათე ფასების ინდექსმა აპრილში  168 პუნქტი შეადგინა, მარტის იმავე მაჩვენებელზე 1.8%-ით ნაკლები. თუმცა, ინდექსი კვლავ 10%-ით აღემატება გასული წლის აპრილის მაჩვენებელს. 

შემცირების მთავარი მიზეზია შაქრის ფასის ინდექსის ვარდა - ბრაზილიიდან ჭარბი მიწოდების და იმპორტზე სუსტი გლობალური მოთხოვნის შედეგად, აპრილში ინდექსი 9.1%-ით შემცირდა.

FAO-ს მცენარეული ზეთის ინდექსი  3.9%-ით შემცირდა, რაც გამოიწვია პალმის ზეთზე მოთხოვნის შემცირებამ და სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში სოიოს კარგი მოსავლისა და ნათესების ზრდის მოლოდინმა.

აპრილში 1.2%-ით შემცირდა FAO-ს მარცველულის ფასების ინდექსი, რაც გამოიწვია ხორბალზე ფასების შემცირებამ, ბრინჯის საერთაშორისო ფასების ზრდის ფონზეც კი.

რძის პროდუქტების ფასების ინდექსი  3.3%-ით დაეცა, რადგან ჩრდილოეთ ნახევარსფერო პიკურ სეზონში შევიდა და  მიწოდების მოკლევადიანი პრობლემა გადაიჭრა.

FAO-ს ხორცის ფასების ინდექსი კი  1.7%-ით გაიზარდა. ეს გამოწვეულია ევროკავშირში ღორის ხორცზე მოთხოვნის და ჩინეთში გაყიდვების გაზრდის შედეგად ღორის ხორცზე ფასების ზრდით.

FAO-მ ასევე განაახლა მარცვლეულის გლობალური წარმოების პროგნოზი 2017 წლისთვის. განახლებული პროგნოზის მიხედვით, 2016 წელთან შედარებით გლობალური წარმოება 0.6%-ით შემცირდება წლიურად, მიუხედავად იმისა, რომ უტილიზაციის დონე დაახლოებით 1%-ით იზრდება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები