| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ში შეხვედრებს მართავს.
გიორგი კვირიკაშვილი უკვე შეხვდა თეთრ სახლში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, მაიკ პენსს, შეხვედრას შეუერთდა პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც.
"აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან მივიღეთ ძალიან მკაფიო გზავნილები საქართველოს მიმართ მხარდაჭერის თაობაზე, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ამ შეხვედრის შემდეგ.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველომ მიიღო მყარი გარანტიები აშშ-სთან ყველა მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავების კუთხით.
"ეს იყო ძალიან პოზიტიური შეხვედრა. ჩვენ გვქონდა საუბარი ურთიერთობებზე ყველა მიმართულებით. ეს არის თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულება, კულტურული ურთიერთობები, დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარებაში მომავალი მხარდაჭერა, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერი ამბობს, რომ "ეს არის უმნიშვნელოვანესი საქართველოს მომავალი განვითარებისთვის, სტაბილურობისთვის ჩვენს ქვეყანაში".
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss