ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მთიანი აჭარის პოპულარიზაციის მიზნით ინფოტურები დაიწყო  
9 მაისი, 2017, 09:04
მთიანი აჭარის პოპულარიზაციის მიზნით ინფოტურები დაიწყო   

 

თბილისი (GBC) - მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაციის მიზნით აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ინფოტურებს იწყებს.

პირველი ტურის ფარგლებში რეგიონში მოქმედი ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებმა  ქედის ახალი ტურისტული მარშრუტი - გობრონეთის ტური გაიარეს.

ინფოტურის მონაწილეება  მარშრუტზე არსებული  ტურისტული ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს და გობრონეთში არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლები მოინახულეს. ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები ასევე გაეცნენ საოჯახო სახლების სერვისებსა და ურთიერთანამშრომლობის პირობებს.

ქედაში, გობრონეთის მარშრუტი იმ ახალ ტურისტულ მარშრუტებს შორისაა, რომელსაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ტურისტებს სთავაზობს.

მიმდინარე წელს, სააგენტო დამატებით ოთხი ტურისტული მარშრუტის მარკირება-განვითარებაზე მუშაობს. რაც შეეხება ინფოტურებს, წლის ბოლომდე მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების მიმართულებით 15-მდე ინფოტურის ორგანიზება იგეგმება. შემდეგი ინფოტური 4 მაისს, მაჭახელას ტურისტული მარშრუტის მიმართულებით ჩატარდება.

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები