ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
კორეის მთავრობა საქართველოში პროექტების დაფინანსების მზადყოფნას გამოთქვამს
11 მაისი, 2017, 10:50

თბილისი (GBC) - დიმიტრი ქუმსიშვილი კორეის რესპუბლიკის სტრატეგიისა და ფინანსთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოსა და კორეას შორის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. აღინიშნა, რომ დადებითი დინამიკის მიუხედავად, არსებობს  განვითარების დიდი შესაძლებლობები.  

„კორეის რესპუბლიკის მთავრობა დაინტერესებულია ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობების გაღრმავებით, საქართველოში არსებული საინვესტიციო პოტენციალის ათვისებით. როგორც მოგეხსენებათ, „ნენსკრაჰესის“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი საინვესტიციო პროექტი სწორედ  კორეის თანამონაწილეობით ხორციელდება - პროექტში მონაწილეობს კორეის სახელმწიფო კომპანია „K Water“-ი. გარდა ამისა, ჩვენ ვისაუბრეთ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტსა და სამხრეთ-ჩრდილოეთის საგზაო სატრანზიტო ინფრასტრუქტურის განვითარების პერსპექტივაზე“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.

შეხვედრაზე კორეულმა მხარემ გამოხადა დიდი ინტერესი და მზაობა, რათა საქართველოში განახორციელოს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტები ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, რომელთაც საქართველოს მთავრობა მიზანშეწონილად მიიჩნევს.  

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები