ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
თბილისში მოძრავი მიკროავტობუსები გაზზე აღარ მუშაობენ
11 მაისი, 2017, 15:33
თბილისში მოძრავი მიკროავტობუსები გაზზე აღარ მუშაობენ

თბილისი (GBC) - თბილისში ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ მარშრუტებზე მოძრავი არც ერთი მიკროავტობუსი (M2 კატეგორია) გაზზე აღარ მუშაობს.

ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ცნობით, გაზის აპარატურით აღჭურვილი ყველა - 101-ვე მიკროავტობუსი კვლავ დიზელის საწვავზეა გადაყვანილი. ეს ფაქტი თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მიერ ჩატარებულმა მონიტორინგმა დაადასტურა.

"2015 წლის გაზაფხულიდან მერიას ნებართვის მფლობელ კომპანიებთან სასამართლო დავა ჰქონდა. მგზავრთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე ტრანსპორტის სამსახური საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დარღვევით აღჭურვილი გაზის აპარატურის დემონტაჟს მოითხოვდა. საბოლოოდ, საქალაქო სასამართლომ მერიის პოზიცია გაიზიარა, რის შემდეგაც კომპანიებმა სასამართლოს გადაწყვეტილება აღასრულეს", - აცხადებს უწყება. 

სულ დედაქალაქში საშუალოდ 1800 ყვითელი მიკროავტობუსი მოძრაობს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები