ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ირაკლი კოვზანაძე ბელარუსის ელჩს საქართველოში  მიხეილ მიატლიკოვს შეხვდა
11 მაისი, 2017, 16:58
ირაკლი კოვზანაძე ბელარუსის ელჩს საქართველოში  მიხეილ მიატლიკოვს შეხვდა

თბილისი (GBC) - პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, რომელიც ამავდროულად ბელარუსის  რესპუბლიკის  პარლამენტთან  მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი არის, ბელარუსის ელჩს საქართველოში  მიხეილ მიატლიკოვს შეხვდა.

შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოს და ბელარუსის სახელმწიფოებს შორის წლების განმავლობაში არსებული სავაჭრო, ეკონომიკური და კულტურული  თანამშრომლობა და სამომავლო პერსპექტივები. აქცენტი გაკეთდა ბოლო პერიოდში ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე. კერძოდ, მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, სამედიცინო,  IT- ტექნოლოგიების, სპორტული ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობისა   და სხვა ეკონომიკური პროექტებზე. რა პოტენციალი და მოთხოვნები არსებობს საქართველოსა და ბელარუსში ერთობლივი ბიზნეს საქმიანობის დასაწყებად და გასანვითარებლად.

ირაკლი კოვზანაძემ და   მიხეილ მიატლიკოვმა ისაუბრეს მიმდინარე წელს დაგეგმილ როგორც საპარლამენტო, ასევე სამთავრობო ორმხრივ  ვიზიტებზე. ყურადღება გამახვილდა საქართველო-ბელორუსის საპარლამენტო ურთიერთობის კიდევ უფრო გამყარებაზე, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორი ქვეყნის თანამშრომლობის გააქტიურებას. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები