| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - სახელმწიფოს სუბსიდიით და სამხელმწიფოს პირობებით ფრენის სურვილი მხოლოდ „სერვისეარმა“ გამოთქვა.
ავიაკომპანია ერთადერთია, რომელიც „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ გამოხადებულ ტენდერში განაცხადი წარადგინა, თუ კომისია მას გამარჯვებულად გამოაცხადებს, მომდევნო 3 წლის განმავლობაში 10 783 350 ლარიან სუბსიდიას მოიპოვებს.
პირობის მიხედვით, ავიაკომპანია მესტიის, ამბროლაურის, ბათუმის და ქუთაისის მიმართულებით ფრენების განხორციელებს და მგზავრებს არანაკლებ ორი საჰაერო ხომალდით მოემსახურება. ერთი არანაკლებ 15 ადგილიანი, მეორე 30 ადგილიანი უნდა იყოს.
რეისების შესრულება გამარჯვებულმა უნდა დაიწყოს არაუგვიანეს 2017 წლის 01 ივლისისა.
ფრენების ღირებულების ნაწილი ბილეთების რეალიზაციით დაიფარება. პირობაშია, რომ მომწოდებელმა უნდა განახორციელოს ავიაბილეთების რეალიზაცია საკუთარი ქსელის ან სააგენტოების მეშვეობით, ყოველგვარი დამატებითი ანაზღაურების გარეშე, მათ შორის ელექტრონული საშუალებებითაც.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss