| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – ეროვნული ბანკმა ბაზარზე თამაშის წესები შეცვალა.
უკვე განხორციელებულ და ახალ რეგულაციებზე კობა გვენეტაძემ რადიო კომერსანტის გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ ისაუბრა.
„აქტიურად ვმუშაობთ იმ საკანონმდებლო პროექტზე,რომელიც კომერციულ ბანკებს, მიკრო-საფინანსო ორგანიზაციებს და რაც მთავარია მომხმარებელთა უფლებების დაცვას შეეხება. მიკროსაფინანსო და საკრედიტო კავშირები რეგისტრირებულნი არიან ეროვნულ ბანკში, ეროვნული ბანკის უფლებები კი მინიმალური და ფორმალურია. ამიტომ შევიმუშავეთ პაკეტი მთელი რიგი ცვლილებებისა, რომლებიც უკვე განხილვის სტადიაშია. მიკრო-საფინანსო ორგანიზაციები უნდა არსებობდნენ, ისინი უნდა იყვნენ მძლავრი ორგანიზაციები, მათ აქვთ თავიანთი ნიშა და ჰყავთ თავიანთი კლიენტები. საკანონმდებლო პროექტი კი ხელს შეუწყობს ამ სექტორის დინამიურობას“, - განაცხადა მთავარმა ბანკირმა.
ამბობს, რომ საკანონმდებლო პაკეტში საერთაშორისო გამოცდილება შეიტანეს და ცვლილებების შემუშავებაში სავალუტო ფონდიდან სპეციალური დახმარების მისიაც იყო ჩართული.
„ხშირად აკრიტიკებენ რეგულაციებს, ძალიან ბევრი რეგულაცია არ არის კარგი, მაგრამ მისი არარსებობა ძალიან ცუდია, დერეგულების პოლიტიკის შედეგად უკვე ვნახეთ, რაც მოხდა 2008-2009 წლებში შეერთებულ შტატებში,სადაც ფინანსური კრიზისი დაიწყო,“- განაცხადა კობა გვენეტაძემ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss