ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველოს ჩინეთის 1.4 მილიარდიანი ბაზარი გაეხსნა
13 მაისი, 2017, 19:00
საქართველოს ჩინეთის 1.4 მილიარდიანი ბაზარი გაეხსნა

თბილისი (GBC) -  საქართველომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გააფორმა, ის  რეგიონში პირველი ქვეყანაა, ვისთანაც ჩინეთმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმა.

"ჩვენ ძალიან დიდ პოტენციალს ვხედავთ მსგავს დიდ ეკონომიკებთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმების გაფორმებაში, რადგან ვთვლით, რომ საქართველო უნდა გახდეს ყველაზე ხელსაყრელი, კომფორტული და მიმზიდველი პლატფორმა დიდ ეკონომიკებს შორის ვაჭრობისთვის. ასევე ობიექტურად გვესმის, რომ ჩვენი საექსპორტო პოტენციალი გარკვეულწილად შეზღუდულია და ამ ხელშეკრულების მნიშვნელობას ჩვენ არ ვაფასებთ მხოლოდ ექსპორტის მიმართულებით, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ვიყოთ ეფექტური სავაჭრო პლატფორმაც. ამისთვის დღეს გაფორმებულ ხელშეკრულებას აქვს ძალზედ დიდი მნიშვნელობა და ჩვენ ეფექტურად უნდა გავაგრძელოთ მათი გაფორმებისთვის მუშაობა სხვა ქვეყნებთანაც“ – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას გაეხსნება მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი, რომელიც აერთიანებს დაახლოებით 1,4 მილიარდ მომხმარებელს.

ქართველ მწარმოებლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე დამატებითი საბაჟო გადასახადის გარეშე შეიტანონ.


ხელშეკრულების ფარგლებში ჩინეთში იმპორტისას ქართული პროდუქციის დაახლოებით 94 პროცენტი გათავისუფლდება საბაჟო გადასახადისგან. საექსპორტო პროდუქციას შორისაა ღვინო, თხილი, თაფლი, მინერალური წყალი, ლუდი, უალკოჰოლო სასმელები, ჯემები, წვენები, ბოსტნეული, ხილი, შოკოლადის ნაწარმი, ჩაი, თევზი და სხვა ზღვის პროდუქტები, მარცვლეული, სამკურნალო საშუალებები, კაბელები, პლასტმასის პროდუქცია, აზოტოვანი და მინერალური სასუქების სახეობები, ფეროსილიკომანგანუმი, ლოკომოტივები და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები რეკორდულად მოკლე დროში - 7 თვეში დასრულდა.

2016 წლის მონაცემებით, ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს პარტნიორ ქვეყნებს შორის ბრუნვის მიხედვით მე-4 პოზიციაზეა, ხოლო ექსპორტის მიხედვით მე-3 ადგილზეა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი პროდუქციის ექსპორტის ზრდა, როგორიცაა: ღვინო, სპირტიანი სასმელები, ლუდი, მინერალური წყლები და სხვა.

ჩინეთს სულ გაფორმებული აქვს 14 თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება მსოფლიოს 24-ზე მეტ სახელმწიფოსა და რეგიონთან და ამ სიას საქართველოც დაემატა.

საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები გაფორმებული აქვს ევროკავშირთან, თურქეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან და ჩინეთთან.

 
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები