ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საპარტნიორო ფონდი  ჩინურ CEFC-თან ერთად საქართველოს აღმშენებლობის ნაციონალურ ფონდს შექმნის
15 მაისი, 2017, 11:25
საპარტნიორო ფონდი  ჩინურ CEFC-თან ერთად საქართველოს აღმშენებლობის ნაციონალურ ფონდს შექმნის

თბილისი (GBC) - „საპარტნიორო ფონდსა“ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთ უმსხვილეს და შანხაიში სიდიდით პირველ კომპანია CEFC-ის შორის ერთობლივი ფონდის შექმნის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.

დოკუმენტით,  ქართულ-ჩინური „საქართველოს აღმშენებლობის ნაციონალური ფონდი“ შეიქმნა. „საქართველოს აღმშენებლობის ნაციონალური ფონდი“ ბიზნეს პროექტების განსახორციელებლად ქვეყანაში ახალ საინვესტიციო პლატფორმას და მყარ ფინანსურ ინსტრუმენტს გააჩენს. ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, ინდუსტრია, ტურიზმი და სხვა. ეს არის ის სფეროები, რაშიც ახლად შექმნილი ფონდი ფულს დააბანდებს.

ფონდის საწესდებო კაპიტალი 50 მლნ დოლარია.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა, როგორც „საპარტნიორო ფონდის“ საქმიანობის, ასევე  ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. საპარტნიორო ფონდისა და ჩინური კომპანია CEFC-ის მიერ დაფუძნებული „საქართველოს აღმშენებლობის ნაციონალური ფონდი“ საქართველოს ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებისთვის ახალი შესაძლებლობა იქნება. გაჩნდება საინტერესო პროექტების დაფინანსებისთვის ახალი სივრცე და ახალი ფინანსური ინსტრუმენტი. ფონდი შემოდგომაზე დაიწყებს მუშაობას. ამ დროისთვის მისი საწესდებო კაპიტალი 50 მლნ დოლარია. ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის დამატებითი ფინანსური რესურსი და ინვესტიციების  მოზიდვის სერიოზული  წინაპირობა“- აცხადებს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე

შეგახსენებთ, მხარეებმა მოლაპარაკება 10 თვის წინ დაიწყეს.

"საპარტნიორო ფონდის“ დელეგაციიის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გრძელდება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა ჩინეთის „ექსპორტისა და კრედიტის დაზღვევის სახელმწიფო კორპორაციის“ პრეზიდენტთან.

ასევე, იგეგმება ხელშეკრულების გაფორმება ჩინურ Zeustar Construction Holdings - თან, რაც ლოჯისტიკური პროექტების დაფინანსების თვალსაზრისით ურთიერთთანამშრომლობას გულისხმობს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები