ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
დარიალის ხეობაში ორ კილომეტრამდე სიგრძის გვირაბის მშენებლობა იწყება
17 მაისი, 2017, 12:52
დარიალის ხეობაში ორ კილომეტრამდე სიგრძის გვირაბის მშენებლობა იწყება

თბილისი (GBC) - საავტომობილო გზების დეპარტამენტი  დარიალისა და დევდორაკის ხეობების გადაკვეთის ადგილას  გვირაბის მშენებლობას უახლოეს მომავალში დაიწყებს.

დაახლოებით 2 კმ-იანი გვირაბის სამშენებლო სამუშაოებზე 47.1 მლნ ლარი დაიხარჯება. როგორც GBC ჯერ კიდევ აპრილში  გატყობინებდათ, სამუშაოებს კომპანია "ფერი" შეასრულებს, 12 თვის ვადაში. 

ამ დროისათვის გვირაბის საპროექტო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.  კომპანია "ფერიმ" დეტალური პროექტის მომზადების შუალედური ანგარიშის ფარგლებში პროექტის რამოდენიმე  ვარიანტი წარმოადგინა, რომელსაც კომპანიის სპეციალისტები, გეოლოგები და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე ადგილზე გაეცნენ.

"დარიალის ხეობაში, ბოლო წლების განმავლობაში სტიქია რამოდენიმეჯერ განმეორდა  რაც საფრთხეს უქმნიდა ამ მონაკვეთზე მგზავრების გადაადგილებას ასევე ამ პერიოდში მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე სატრანზიტო ფუნქცია წყდებოდა, რაც ქვეყნისთვის, საშუალოდ  მილიონ ლარამდე დანაკარგი იყო ყოველდღიურად", - აცხადებს უწყება.  

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები