| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - გადასახადების გაზრდა საშუალო და გრძელვადიან პერიოდში არ იგეგმება- ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა კონსტიტუციიდან 94 მუხლის ამოღების მოწინააღმდეგეებს ამშვიდებს.
საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა დაფიქსირდა სსფ-ს მიერ ხუთშაბათს გამართულ ღონისძიებაზეც.
უნდა გაუქმდეს თუ არა გადასახადების გაზრდაზე რეფერენდუმის ჩატარება? - ფრანსუა პეჰშო ამბობს, რომ გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის და საზოგადოების პრეროგატივაა. თუმცა, გაუქმების მოწინააღმდეგეებს კითხვითვე პასუხობს, ეკონომიკის სტრუქტურული ტრანსფორმაციის გამო საგადასახადო შემოსავლების კლების შემთხვევაში, როგორ დააფინანსებს ქვეყანა ხარჯებს?
აღნიშნული მუხლი მმართველობაში მყოფ „ქართული ოცნების“ ნაწილს არ მოსწონს. გაზეთთან „მთელი კვირა“ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ამ მუხლის გაუქმებაზე დისკურსია უკვე დაანონსა. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ცვლილებას საზოგადოების ნაწილი ითხოვს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss