ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ფრანსუა პეჰშომ სებ-ის რეგულირების ეფექტიანობაზე განაცხადა
ნინო შუბითიძე
18 მაისი, 2017, 18:42
ფრანსუა პეჰშომ სებ-ის რეგულირების ეფექტიანობაზე განაცხადა

თბილისი (GBC) – საბანკო სექტორი კარგად კაპიტალიზებულია,  რენტაბელობის დონე მაღალია და მომგებიანობის კოეფიციენტები გაუმჯობესებული“, - სსფ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ფრანსუა პეჰშომ  სექტორისადმი   მაღალ ნდობაზე განაცხადა, რაც გარკვეულწილად ოპტიმალური  რეგულირების შედეგია.

პეჰშომ  ეროვნული ბანკის როლზე კიდევ ერთი მიმოხილვისას გაამახვილა ყურადღება,  კონსერვატორული მიდგომების მართებულობაზე. აღნიშნა, რომ  დაკრედიტების სტანდარტები გამკაცრებულია, სებ-ის საზედამხედველო პოლიტიკა თანმიმდევრულია, მნიშვნელოვანია რომ ყურადღების მიღმა არც  არასაბანკო სექტორია.

ფრანსუა პეჰშოს  სამთავრობო და კერძო სექტორთან გამართულ გაფართოებულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ მოუწია პასუხი სსფ-ს პროგრამის  დაპაუზების მიზეზებზე და  განახლების გარემოებებზე, საფინანსო სექტორის   ერთიანი მარეგულირებლის, სებ-ისთვის აღდგენილი უფლებამოსილებაზე. 

მან რეგიონში საქართველოს  უპირატეს პოზიციაზე  განაცხადა,  საბანკო სექტორის სუსტი კაპიტალიზაციის მაგალითად აზერბაიჯანი  მოიხმო, სადაც  ბანკების რაოდენობა 43-დან 11-ი დაიხურა,  აზერბაიჯანის საერთაშრისო ბანკის რესტრუქტურიზაციის პროცესი კვლავ მიმდინარეობს. 

ზედამხედველობაში ხარვეზების  შედეგია ასევე ყაზახეთის რეალობაც, სადაც პრობლემური სესხების წილი 10-დან 45%-მდეა გაზრდილი.

პეჰშოს შეფასებით, საქართველოს საბანკო სექტორი იმდენი სუბიექტით არის წარმოდგენილი, რამდენიც ბაზარს სჭირდება.  ის არ იზიარებს  რამდენიმე ბანკირის აზრს ბაზრის ზომასთან ბანკების რაოდენობის პროპორციაზე  და საშუალო  მაჩვენებელზე. 6,7  ბანკია საჭირო თუ  16-17 ბაზარი არეგულირებს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები