ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს
18 მაისი, 2017, 22:30

თბილისი (GBC) - საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს.

„ტელეკომპანია რუსთვი ორის მიერ მომზადებული სიუჟეტის საპასუხად გვინდა განვაცხადოთ, რომ საქართველოს რკინიგზა ახორციელებს თავის საქმიანობას წესდებისა და საქართველოს კანონმდებლობის განუხრელი დაცვით, კომპანია მუდმივად აწარმოებს ანგარიშგებებს რომელსაც ითვალისწინებს, როგორც ქართული კანონმდებლობა, ასევე ლონდონის საფონდო ბირჟა. საქართველოს რკინიგზის აუდიტორი გახლავთ მსოფლიოს ოთხეულში შემავალი „კეიპიემჯი“, ხოლო იურიდიულ კონსულტაციებს გვიწევს კომპანია „დეკერტი“. საქართველოს რკინიგზას ლოჯისტიკური საქმიანობისთვის აქვს დაფუძნებული შვილობილი კომპანიები: „GR ტრანზიტი“, „GR ლოჯისტიკა და ტერმინალები“, “GR ტრანზიტ ლაინი“, „GR ტრანს შიფმენტი“ ამ კომპანიების 100%-იანი წილის მფლობელი არის სააქციო საზოგადოება “საქართველოს რკინიგზა” და შესაბამისად, მათი ფინანსური საქმიანობის კონსოლიდირება ხდება საქართველოს რკინიგზის ფინანსურ ანგარიშგებებში. თითოეული ეს კომპანია დარეგისტრირებულია საქართველოში ქართული კანონმდებლობის საფუძველზე. 16 მაისს მომზადებული სიუჟეტი არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, სიუჟეტში მოცემული ფაქტები არ შეესაბამება სიმართლეს. აღნიშნულ კომპანიათა სარეგისტრაციო მონაცემები არის საჯარო რეესტრში და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის", - ნათქვამია განცხადებაში. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები