| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - სასოფლო მიწის გაყიდვის ნაცვლად, მისი მრავალწლიანი იჯარით გაცემა გამოსავალი არ არის- საკონსულტაციო კომპანია აგრო სოლუშენსის კომერციული დირექტრი ირაკლი ჩიქავა მიიჩნევს, რომ ასეთმა შეთავაზებამ შესაძლოა მსხვილი ინვესტორები არ დააინტერესოს.
„როცა ვსაუბრობთ ინვესტიციებზე სოფლის მეურნეობის სფეროში, ჩვენ ავტომატურად ვგულისხმობთ დიდ საერთაშორისო კომპანიებს, სერიოზული მიზნებით. შესაბამისად არცერთი სერიოზული საერთაშორისო კომპანია არ ჩადებს ინვესტიციას იჯარით აღებულ მიწაზე და ეს ორჯერ-ორია. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ჩვენნაირ განვითარებად ქვეყნებში ინვესტორს ვერავინ აძლევს გარანტიას, რომ ხელისუფლებების ცვლილებასთან ერთად არ შეიცვლება მათი დამოკიდებულება უცხოელების მიმართ, რომელთაც იჯარით აქვთ აღებული მიწა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ინვესტორს არ აქვს გარანტია ხელისუფლებების ცვლილებასთან ერთად არ შეიცვლება მისთვის დაწესებული პირობები, იჯარის გადასახადი“, - აცხადებს ჩიქავა, აღნიშნავს, რომ საბოლოოდ, ამ და სხვა ბევრი მიზეზის გამო, მიწის იჯარით გაცემის შემთხვევაში, დიდი ინვესტიციები არ ჩაიდება ჩვენს ქვეყანაში.
ის მიიჩნევს, მიწა შეიძლება გაიყიდოს უცხოელებზე, თუმცა გარკვეული პირობებით - ერთის მხრივ ჩაიწეროს კანონში, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვა არანაირ პრივილეგიას არ აძლევს უცხოელს მიიღოს ჩვენს ქვეყანაში ცხოვრების უფლება და მეორეს მხრივ დავავალდებულოთ უცხოელი, რომ მიწა დაამუშავოს და პროდუქცია აწარმოოს.
აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ფაქტობრივად სულ ჰქონდა უფლება უცხო ქვეყნის მოქალაქეს ეყიდა სასოფლო-სამეურნეო მიწა საქართველოში და მიუხედავად ამისა, დღეს 1%-ზე ბევრად ნაკლებ მიწას ფლობს უცხოელი ჩვენს ქვეყანაში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss