ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
გიორგი ჩოგოვაძე ტურიზმიდან შემოსავლის რამდენიმე ასეული მილიონით გაზრდას ელის
21 მაისი, 2017, 23:53
გიორგი ჩოგოვაძე ტურიზმიდან შემოსავლის რამდენიმე ასეული მილიონით გაზრდას ელის

თბილისი (GBC) - ტურიზმის ადმინისტრაცია ტურიზმიდან შემოსავლის რამდენიმე ასეული მილიონით გაზრდას ელის.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსი გიორგი ჩოგოვაძე ამბობს, რომ რეკორდული 2016 შემდეგ, წელს, რეკორდის მკვეთრი გაუმჯობესება მოხდება, როგორც ქვეყანაში ჩამოსული ტურისტების რაოდენობის, ასევე ტურიზმიდან შემოსავლის გენერირების კუთხით.  

გიორგი ჩოგოვაძეს კონკრეტული ციფრის დასახელება არ სურს, თუმცა აღნიშნავს, რომ 2016 წელს აქტიური სარეკლამო კამპანიისა და პროექტ Check in Georgia-ს დახმარებით, ტურიზმიდან შემოსავალი გასულ წელს, 300 მილიონით გაიზარდა და 2.2 მილიარდ დოლარს მიაღწია. 

წელს არანაკლები აქტივობებია დაგეგმილი, მათ შორის Check in Georgia-ს ფარგლებში, რომელიც Black sea arena-ზე Aerosmith-ის გრანდიოზული კონცერტით უკვე გაიხსნა. კონცერტს 10 000-ზე მეტი მაყურებელი დაესწრო, მაყურებელს შორის არაერთი უცხოელიც იყო. 2 საათიანი შოუს დასრულების შემდეგ მსმენელი აღფრთოვანებას ვერ მალავდა. 

გიორგი ჩოგოვაძე  Aerosmith-ის შემდეგ, დატვირთულ და საინტერესო ღონისძიებების კალენდარს აანონსებს, კონკრეტული პროგრამის წარდგენის  პრეროგატივას კი, Black sea arena-ს ადმინისტრაციას უთმობს.

„ამ პროექტის მიზანია საქართველოში არსებობდეს საინტერესო გარემო და მილიონობით ტურისტი დიდი შთაბეჭდილებით წავიდეს ჩვენი ქვეყნიდან. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის იმიჯის ფორმირებისთვის ასეთ ღონისძიებებს და არის დამატებითი მიზეზი, რომ ადამიანებმა სპეციალურად ღონისძიებებისათვის იმოგზაურონ ჩვენს ქვეყანაში“, - აცხადებს ჩოგოვაძე

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები