| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს, აზერბაიჯანისა და ირანის რკინიგზის ხელმძღვანელებმა, ახალი სარკინიგზო პროექტის - „სამხრეთი-დასავლეთი“-ის აქტივიზების საკითხი განიხილეს. სარკინიგზო დერეფნის განვითარებისათვის დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, სპარსეთის ყურესა და ინდოეთიდან ევროპის მიმართულებით საკონტეინერო ტვირთგადაზიდვას ეხება.
თბილისში დღეს გამართულ შეხვედრაზე ითქვა, რომ პროექტით ევროპის მიმართულებით ტვირთბრუნვის დროის მაჩვენებელი შესამჩნევად შემცირდება და 30-40 დღის ნაცვლად უფრო ნაკლებ დროში გადაიზიდება.
„ამ პროექტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ თვალსაზრისით, რომ მისი მეშვეობით ორი დიდი ეკონომიკის უმოკლესი და უსწრაფესი გზით ერთმანეთთან დაკავშირებაა შესაძლებელი. ამასთან, თუ ტვირთი ჩვენს დერეფანში იმოძრავებს, გაიზრდება უსაფრთხოების ხარისხი და მომსახურების ფასიც იქნება მისაღები. შესაბამისად, დღევანდელი შეხვედრა გადამწყვეტია, რადგან სწორედ დღეს დაისახა ის გადამწყვეტი ღონისძიებები, რომლებმაც საბოლოო ჯამში ეს პროექტი უნდა აამუშავოს. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს პროექტი გაზრდის ტვირთბრუნვას როგორც ირანის, ასევე აზერბაიჯანისა და საქართველოს რკინგიზებზე, ხოლო ჩვენს ცნობიერებაში გაჩნდება თვისობრივად ახალი ლოგისტიკური პროდუქტი, რომლის ერთ-ერთი ინიციატორი სწორედ საქართველოს რკინიგზა გახლავთ.“ - აღნიშნა “GR logistics & terminals”- ის დირექტორმა ლევან სულაბერიძემ.
პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა ასევე ირანის ისლამური რესპუბლიკის რკინიგზის პრეზიდენტმა საიდ მოხამადზადემ. მისი განცხადებით: „ეს არის ახალი სატრანზიტო დერეფნის პრეზენტაცია და საერთაშორისო საზოგადოებისათვის წარდგენა. ძალიან საინტერესო წინადადებები წარმოადგინა საქართველოს რკინიგზამ, რაც დარწმუნებული ვარ, ორ ქვეყანას შორის სარკინიგზო მიმოსვლას გაააქტიურებს. ყველასათვის ცნობილია, რომ სარკინიგზო მიმოსავლას ალტერნატივა არ აქვს - უფრო უსაფრთხოა, იაფია და სწრაფია. ამ პროცესების განვითარებას კი მოჰყვება თანმდევი ინფრასტრუქტურის განვითარებაც.“
,,აღსანიშნავია ის, რომ რომ ევროპას, პაკისტანს, ინდოეთსა და ირანს შორის დიდი ტვირთბრუნვაა. ამ დერეფანს კი დიდი პერსპექტივა აქვს. ჩვენ გვსურს შევქმნათ ერთიანი სატარიფო სისტემა, რათა ამ ტვირთის კონტორლი შევძლოთ. მიხარია, რომ საქართველოს მთავრობამ რამდენიმე თავისუფალი სავაჭრო ზონა შექმნა. ეს მუშაობის ხარისხის, ტვირთბრუნვის გაუმჯობესებისა და ტვირთის კომფორტული გადაადგილების იმპულსებს იძლევა.“-აღნიშნა აზერბაიჯანის რკინიგზის თავმჯდომარემ, ჯავიდ გურბანოვმა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss