ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
კავკასიის სამთო ჯგუფმა ტყით სარგებლობისთვის კომპენსაციის სახით 19 510 ლარი გადაიხადა
8 ივნისი, 2017, 13:49
კავკასიის სამთო ჯგუფმა ტყით სარგებლობისთვის კომპენსაციის სახით 19 510 ლარი გადაიხადა

თბილისი (GBC) - გარემოს დაცვის სამინისტრომ ბნელი ხევის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებში დარღვევები ვერ დააფიქსირა.

უწყების ცნობით, სამუშაოებს  ლიცენზიანტი “კავკასიის სამთო ჯგუფი” ახორციელებს, არსებული გზის რეაბილიტაციის, გზების გაყვანის და  საბურღი მოედნების მოწყობის მიზნით.

სამუშაოები ტყის ფონდის ტერიტორიაზე მიმდინარეობს, რომელიც გადაცემული აქვს   სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლებით, მათ შორის მოსაჭრელად აღრიცხული 27 კბმ მერქნული რესურსის ჭრის უფლებით.

„მოსაჭრელად აღრიცხული ხე-მცენარეები არ წარმოადგენდნენ “წითელი ნუსხით” დაცულ სახეობებს, ფართობის დაქანება არ აღემატება 30 გრადუსს, ხოლო, მოჭრილი ხე-ტყე გადაცემული აქვს სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს და დასაწყობებულია თეთრიწყაროს რ-ნი სოფ. ჯვარაში. სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისთვის კომპანიის მიერ გადახდილ იქნა საკომპენსაციო საფასური  19 510.36  ლარის ოდენობით”, - აცხადებს სამინისტრო და აღნიშნავს, რომ მონიტორინგი მიმდინარეობს და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში გატარდება შესაბამისი ზომები.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები