ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
900 000 დოლარი წლიური ქირა - როდის ექნება ეკონომიკის სამინისტროს თავისი შენობა
მარიამ მინაძე
8 ივნისი, 2017, 16:52
900 000 დოლარი წლიური ქირა - როდის ექნება ეკონომიკის სამინისტროს თავისი შენობა

თბილისი (GBC) - როდიდან ექნება ეკონომიკის სამინისტროს თავისი შენობა კვლავ უცნობია. 

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, გიორგი ჩერქეზიშვილი მედიასთან პროექტის უახლოეს პერიოდში წარდგენას აანონსებს. 

მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ პროექტი დამუშავების ეტაპზეა.  მშენებლობა ვერ იწყება მარტივად. უშუალოდ მშენებლობის დაწყებამდე ბევრი ეტაპია გასავლელი და ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი.

უკვე 1 წელია ეკონომიკის სამინისტროს მთავარი ოფისი ჭოველიძის #10-ში მდებარეობს. გასულ წელს 7 500 კვ.მ ფართის დაქირავება სამინისტროს 675 000 დოლარი დაუჯდა. 

შენობის მფლობელ „ბიზნეს ცენტრი ბელინსკისთან“ გაფორმებული ხელშეკრულებით, საიჯარო ქირა თვეში 75 000 აშშ დოლარია. 

შეგახსენებთ, ჭანტურიას ქუჩაზე მდებარე სამინისტროს შენობა 2015 წელს აუქციონზე 9,5 მლნ აშშ დოლარად „ჰუალინგ ჯგუფმა“ შეიძინა. ინვესტორი ადგილზე სასტუმროს გახსნას გეგმავს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები