ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ირაკლი კოვზანაძე: აუდიტი არის პარლამენტის მთავარი ბერკეტი, რომ  მოვახდინოთ საბიუჯეტო ხარჯების ეფექტური კონტროლი
8 ივნისი, 2017, 18:01
ირაკლი კოვზანაძე: აუდიტი არის პარლამენტის მთავარი ბერკეტი, რომ  მოვახდინოთ საბიუჯეტო ხარჯების ეფექტური კონტროლი

თბილისი (GBC) - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2016 წლის ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე და გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია დაესწრნენ. 

კომისია, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პაატა კვიჟინაძის თავმჯდომარეობით, მიმდინარე წლის თებერვალში შეიქმნა და იგი სამი თვის განმავლობაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2016 წლის ფინანსურ საქმიანობას სწავლობდა. დასკვნის პროექტი  კომისიამ დღეს დაამტკიცა და პარლამენტის ბიუროს გადაუგზავნა.

„საპარლამენტო კომისიამ სამი თვის განმავლობაში ეფექტურად იმუშავა. აუდიტის ფინანსურ საქმიანობაზე დასკვნა დადებითია . იგი დღეს გადაეცემა ბიუროს და გატანილი იქნება მომდევნო სესიაზე.  მიმაჩნია, რომ პარლამენტი და სახელმწიფო აუდიტის სამსახური  ერთად უნდა მუშაობდეს.  ჩვენ უნდა გავაძლიეროთ საპარლამენტო ზედამხედველობა სახელმწიფო აუდიტზე და ასევე უნდა უზრუნველვყოთ ამ ინსტიტუტის მაქსიმალური დამოუკიდებლობა. სახელმწიფო აუდიტი არის პარლამენტის მთავარი ბერკეტი, რომ მოვახდინოთ სახელმწიფო და საბიუჯეტო ხარჯების ეფექტური კონტროლი და ტრანსპარანტულობა იმ ხარჯების, რომელსაც მთავრობა ახორციელებს.  ამ კომისიის წლევანდელი მუშაობა არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა თანამშრომლობდეს პარლამენტი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი და სახელმწიფო აუდიტი ამ თვალსაზრისით,” - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ სხდომის დასრულების შემდეგ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები